Top
ონლაინ დახმარება

 

სამსახურის 2024 წლის ანგარიშის წარდგენა და წარმატებული ადვოკატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.


2025 წლის 12 იანვარს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის ანგარიშის წარდგენა და წარმატებული ადვოკატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოწვეულ სტუმრებსა და სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა სპეციალური პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო სტატისტიკური მონაცემების სამსახურის მიერ 2024 წელში წარმოებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების, გაწეული იურიდიული კონსულტაციების  და ასევე, ბიუროების მიხედვით.  საზოგადოებრივი ადვოკატების დატვირთულობის კოეფიციენტის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა სამსახურის პარტნიორი და დონორი უწყებების წვლილი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. სპეციალური სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ სამსახურის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და წარმატებულ ადვოკატებს.

2 იანვარს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სამსახურმა აწარმოა 14 369 სისხლის, 4 892 სამოქალაქო და 2 251 ადმინისტრაციული სამართლის საქმე; კონსულტაცია გასწია 26 941 საკითხზე.

დავით სიმონიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე. სამსახურის დირექტორმა მოწვეულ სტუმრებს სამსახურის სამომავლო სტრატეგია გააცნო. მან მხარაჭერისათვის მადლობა გადაუხადა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების (USAID, UNDP, UNHCR, COE, UN OHCHR, INL) წარმომადგენლებს და გადასცა მათ სპეციალური მადლობის სიგელები. 

შეხვედრას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა; იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს თავმჯდომარემ - თეა ჭეიშვილმა; ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორმა - Jamie Shufflebarger; USAID სამართლის უზენაესობის წარმომადგელმა - მარიამ გაიპარაშვილმა.

შეხვედრის ბოლოს დაჯილდოვდნენ წარმატებული ადვოკატები და მადლობა გამოეცხადათ თანამშრომლებს.