17 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის მართვის მონიტორინგის სამმართველოს იურისტმა მაგდა ჯიჯელავამ შეხვედრები გამართა ქალაქ მარტვილის მერიის ადმინისტრაციასა და მარტვილის #1 საჯარო სკოლაში.
შეხვედრების თემატიკა იყო უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების პირობები, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ბავშვის უფლებები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბულინგის, ტოლერანტობის საკითხები, როლებზეც მაგდა ჯიჯელავამ სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა შეკრებილ საზოგადოებას.
შეხვედრებს ესწრებოდა მარტვილის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი მაია რობაქიძე-ძიძავამ, რომელმაც ისაუბრა ცენტრის საქმიანობის შესახებ და ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია დაინტერესებულ პირებს