Top
ონლაინ დახმარება

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პარალეგალების პროექტი წარადგინეს

2025 წლის 15 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დავით სიმონია კავკასიის საერთაშორისი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა გახნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ.

დავით სიმონიამ ახალგაზრდებს გააცნო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დაცვის სისტემა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ესაუბრა ადვოკატის პროფესიის თავისებურებებზე. 

შეხვედრას ძირითადად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. სპეციალურად მათთვის დავით სომონიამ წარადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტი "პარალეგალები“, რომლის მიზანია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელ ქვეყანაში. 

"პარალეგალი" არის პირი, რომელიც გადის სპეციალურ ტრენინგს სამართლებრივ საკითხებში და შეუძლია საზოგადოებას გაუწიოს პირველადი სამართლებრივი კონსულტაცია. სტუდნტებმა გამოავლინეს დიდი ინეტერესი აღნიშნული საკითხის მიმართ და უმრავლესობამ პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა.