2026 წლის 5 მარტს, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხს ესტუმრნენ.
მათ სოფლის მოსახლეობას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და გაუწიეს კონსულტაციები, რომელიც ეხებოდა სესხის ხელშეკრულებების ხანდაზმულად ცნობის პროცედურებს, აღსრულების მექანიზმებს, სისხლის სამართლის საქმის განხილვის, ზიანის ანაზღაურების, არასრულწლოვნების ვიდეო-ფოტო გადაღების საკითხებს.
იურისტებმა დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.
