16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებს ორბელსა და გაგულეჩს ესტუმრა.
ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტებმა მაია ხვადაგიანმა და ინა მელაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები მათთის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე.
აღნიშნული ვიზიტით დასრულდა იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია იმერეთის ნაწილსა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარეში.
ჩატარდა ორ ათეულამდე შეხვედრა მოსახლეობასთან და ათეულობით ადამიანს გაეწია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია კონფიდენციალურობის დაცვით.
კამპანია განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.
