Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი დასავლეთ საქართველოს ბიუროების თანამშრომლებს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი, მოადგილეებთან ერთად, დასავლეთ საქართველოში სამსახურის ბიუროების საქმიანობას გაეცნო. 

დირექტორი და მისი მოადგილეები - ლიკა კობალაძე და გელა გელაშვილი, ზესტაფონის, ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, ფოთისა და ზუგდიდის ბიუროების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე განიხილეს ბიუროების ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მიმდინარე საქმეების რაოდენობა, ადვოკატთა დატვირთულობა და სამუშაო პირობები, მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების სერვისების მიწოდების ფარგლებში არსებული გამოწვევები. თანამშრომლებმა ხელმძღვანელს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები და ის საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებაც მათი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.

იურიდიული სამსახურის დირექტორი სამსახურის ბიუროებს სხვა რეგიონებშიც ეწვევა.