Top
ონლაინ დახმარება

 

აბაშის №1 და №2 სკოლებში სამართლებრივ საკითხებზე სემინარები ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის ბიუროს ადვოკატებმა, 4 მაისს, აბაშის №1 და №2 საჯარო სკოლებში სემინარები გამართეს.

საზოგადოებრივი ადვოკატები მოსწავლეებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ნარკოტიკული დანაშაულის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ოჯახში ძალადობის, ასევე მშობლისა და ბავშვის ურთიერთობების საკითხებზე ესაუბრნენ. სემინარების ფარგლებში, მოსწავლეები უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებსაც გაეცნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ. ამგვარი ღონისძიებების მიზანია არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია.