Top
ონლაინ დახმარება

 

კოდაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატები კოდაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაცია გაუწიეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ,  რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.