Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისელი სტუდენტები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებს გაეცნენ

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიურომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური  მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენეტებს უმასპინძლა. ბიუროს უფროსმა, გელა სიორდიამ, სტუდენტებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხები გააცნო.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები, თეორიები ოჯახში ძალადობის შესახებ, ძალადობის ბორბალი და ა.შ. საუბარი ასევე შეეხო ოჯახში და და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ეროვნულ და საერთაშორისო მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს.

შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა.