Top
ონლაინ დახმარება

 

ზესტაფონელი მოსწავლეებისათვის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა, დღეს, ზესტაფონის №1 საჯარო სკოლაში, გამართეს სემინარი, თემაზე – „ასაკი და კანონმდებლობა“.

სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსწავლეებს თავიანთი უფლება–მოვალეობები გააცნეს, ესაუბრნენ სხვადასხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის, აგრეთვე მათი ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელების შესახებ. ყურადღება გამახვილდა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე“, რომელიც 2016 წლიდან ამოქმედდა და მართლმსაჯულების სისტემის ორგანოების მხრიდან ბავშვების მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის სტანდარტებს აწესებს.

იურიდიული დახმარების ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ. ამგვარი ღონისძიებების მიზანია არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია.