Top
ონლაინ დახმარება

 

კოპიტნარში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

13 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ კოპიტნარში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივ ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ესაუბრნენ სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ–ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები პერიოდულად ახორცილებენ ვიზიტებს დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში.