Top
ონლაინ დახმარება

 

არასრულწლოვანი პრობაციონერი სასჯელის ციხეში მოხდას გადაურჩა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ადვოკატი, მარინე მიქავა, იცავდა აფხაზეთიდან დევნილ არასრულწლოვანს, ენრიკე ც.-ს, რომელიც 3 წლიან პირობით სასჯელს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის იხდიდა.

პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე აყვანისას, ენრიკე ც.-ს განემარტა მისი უფლება-მოვალეობები. თუმცა, არასრულწლოვანმა რამდენჯერმე დაარღვია პრობაციის ბიუროში გამოცხადების მისთვის დადგენილი რეჟიმი, რის გამოც, პრობაციის ბიუროს უფროსმა სასამართლოს მიმართა წარდგინებით არასრულწლოვნისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ.

ენრიკე ც.-ს დამცველად საზოგადოებრივი ადვოკატი - მარინე მიქავა დაენიშნა. მან სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომ არასრულწლოვნის მიერ რეჟიმის დარღვევა არ იყო განპირობებული დაკისრებული მოვალეობის ჯიუტად შეუსრულებლობით. ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვნისთვის სასჯელის გამკაცრების (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების) დაუშვებლობაზე.

საბოლოოდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება და ენრიკე ც.-მ პირობითი სასჯელის მოხდა მისთვის დადგენილი რეჟიმით განაგრძო.