Top
ონლაინ დახმარება

 

შშმ ბავშვის დედას ალიმენტი დაენიშნა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს დახმარებისთვის მიმართა  მცხეთის რაიონში ერთ–ერთ სოფელში მცხოვრებმა მარტოხელა დედამ თ.პ– მ, რომელიც  არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ.ძ.–სთან.  წყვილს რამდენიმეწლიანი თანაცხოვრებისას  ორი შვილი შეეძინათ, აქედან  უმცროსი შშმ პირია და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს.  გ. ძ.–ს მიერ  ალკოჰოლის გახშირებული მოხმარების გამო, პარტნიორებს მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი. თ. პ. იძულებული გახდა შვილებთან ერთად ცალკე გადასულიყო საცხოვრებლად.
 
ოჯახის დანგრევის შემდგომ  გ.ძ. შვილებს არ ეხმარებოდა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა ნათია ბერძენიშვილმა მარტოხელა დედას  შეუდგინა სარჩელი და  სასამართლოს მიმართა ალიმენტის დანიშვნის თხოვნით.
 
მცხეთის რაიონული სასამართლომ მოპასუხე მხარის დაუსწრებელად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოებრივი ადვოკატის მოთხოვნა  –  გ. ძ.–ს დაეკისრა მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე, მათი  სრულწლოვანების მიღწევამდე, ორას–ორასი ლარის, მთლიანობაში 400(ოთხასი) ლარის გადახდა.

 აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.