Top
ონლაინ დახმარება

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა მოქალაქე ე.მ.–მ  დახმარებისთვის მიმართა  იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს. ბენეფიციარს, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის შემდეგ,  საჭირო დოკუმენტები შეუდგინა და სასამართლოში მისი ინტერესები დაიცვა ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა.

მოქალაქე ე. მ.–მ  განაცხადა, რომ დედამისი თავის ძმასთან ერთად წლების განმავლობაში მასზე და მის არასრულწლოვან შვილზე ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.  ძალადობას  ჰქონდა ადგილი რამდენიმე კვირის წინაც, როცა  დედამისმა ნ.მ.–მ ბენეფიციარი არასრულწლოვან შვილთან ერთად  სახლიდან გამოაგდო. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მოძალადე ნ. მ.–ს მიმართ შემაკავებელი ორდერი ერთი თვის ვადით გამოსცა და ე. მ. შვილთან ერთად   ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ერთი თვის შემდეგ.  როდესაც შემაკავებელ ორდერს ვადა გასდიოდა, ბენეფიციარი  ვალდებული იყო თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად დაეტოვებინა თავშესაფარი. თუმცა  წასასვლელი არსად ჰქონდა, გარდა ისევ დედასთნ დაბრუნებისა, რომლისგანაც ისევ მოდიოდა ძალადობის განხორციელების საფრთხე. დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში კი  მას  თავშესაფარში ყოფნის ვადა გაუგრძელდებოდა.

ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა მოქალაქეს მოუმზადა განცხადება ამჯერად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობაც გაუწია.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ე. მ.–ს განცხადება სრულად დააკმაყოფილა და მოძალადე ნ. მ.–ს მიმართ გამოსცა დამცავი ორდერი. 
 

ოჯახში ძალადობა