Top
ონლაინ დახმარება

 

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმატებული საქმე.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი იამზე მემარნიშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე  ჩაერთო ლანჩხუთში მცხოვრები ლ.ც.-ს საქმეში. არასრულწლოვანი ბავშვების მამა პოლიციამ საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. შემდეგ შედგა ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმი - 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სიტყვიერ შეურაცყოფას,  ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა).

სასამართლო პროცესზე ადვოკატის შუამდგომლობით დაიკითხნენ მოწმეები. მოწმეთა დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა იამზე მემარნიშვილმა საქმის შეწყვეტა და დაკავებულის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სამართალდარღვევის ფაქტი არ არსებობდა. 

მოსამართლემ სრულად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია და ლ.ც-ს მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო.

ვულოცავთ ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატ იამზე მემარნიშვილს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალში.