უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დისტანციური სამართლებრივი დახმარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
2019 წლის 26 მაისს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის, რის შედეგადაც, წეროვანში, ამოქმედდა ონლაინ ოთახი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ აღიჭურვა სპეციალური ტექნიკით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს საშუალებას, სრულიად უფასოდ ისარგებლოს მაღალკვალიფიციური იურისტის სამართლებრივი კონსულტაციით ნებისმიერ საკითხზე - იქნება ეს მემკვიდრეობა, მიწის რეგისტრაცია, საოჯახო დავები, ჯარიმები და სხვა.
ღონისძიებას დაესწრნენ: იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ქრისტინა ბუნეა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი და ადგილობირივი მმართველობის წარმომადგენლები.
სტუმრების თანდასწრებით განხორცილედა პირველი სკაიპ-კონსულტაცია წეროვანის დასახლებიდან.
შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა სპეციალური პრეზენტაცია, რომელიც მოიცადა აგვისტოს ომის შემდებ რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავებს საერთაშორისო სასამართლოებში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებში.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობას ყოველდიურ რეჟიმში ესაჭიროება სამართლებრივიი დახმარება და როდესაც იურისტთან გასაუბრება უფასოდ, ონლაინ რეჟიმში გახდა შესაძლებელი, ეს დროისა და ტრანსპორტის ხარჯის შემცირებას ნიშნავს. შესაბამისად, წეროვანში მცხოვრები დევნილებისთვის უფასო სამართლებრივი სერვისის ხელმისაწვომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება მსგავსი სერვისები დევნილთა სხვა დასახლებებშიც გაიხსნას.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამსახურის უახლოესი მომავლის გეგმა, რომლის მიხედვითც, უახლოეს მომავალში საკონსულტაციიო ცენტრები არამარტო დევნილთა დასახლებებში და სხვა რეგიონულ ცენტრებში გაიხსნება. მან თქვა: ჩვენთვის ცნობილია ყველა იმ პრობლემის შესახებ, რაც წეროვნის მოსახლეობას აწუხებს. სახელმწიფო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ, თავისი რესურსების ფარგლებში, უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა, გაუმჯობესდეს ცხოვრების პირობები, ხელმისაწვდომი გახადოს ჯანდაცვა, განათლება, სხვა სახელმწიფო სერვისები. დღეიდან კი, წეროვნის დევნილთა დასახლებას საშუალება ეძლევა ისარგებლოს უფასო სამართლებრივი დახმარებით - იურიდიული დახმარების სამსახურის ონლაინ ოთახით, რომელსაც მემორანდუმის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაში ვხსნით. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისარგებლოს მაღალკვალიფიციური იურისტის სამართლებრივი რჩევებით. ნებისმიერ საკითხზე - მემკვიდრეობის, მიწის რეგისტრაციის, საოჯახო დავების, ჯარიმების და ა.შ. გარდა ამისა, ამ მექანიზმის საშუალებით, დევნილები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, ამ უფლებების რეალიზებისა და დაცვის გზების თაობაზე. იმედი გვაქვს, რომ უშუალოდ დასახლებაში არსებული ეს სერვისი დაზოგავს დროს და რესურსს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებისას.
გაეროს წარმომადგენლის, ქრისტინა ბუნეას თქმით: იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ყოველდღიური სამუშაოა. წეროვანში მცხოვრებმა დევნილებმა იციან, რომ დევნილობის დასაწყისში, განსაკუთრებით მძიმე პერიოდში, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია იყო მხარდაჭრის საკითხებში. თანდათანობით, აქტიურობა შემცირდა, თუმცა გაერო ყოველთვის მზადაა, საჭიროებიდან გამომდინარე, მხარში ამოუდგეს დევნილებს და ყველაფერი გააკეთოს მათი პირობების გასაუმჯობესებლად.
დასახლების კულტურის ცენტრში გაიმართა კონცერტი, რომელშიც დევნილი ბავშვები და ახალგორის თვითმოქმედი ანსამბლები მონაწილეობდნენ. ანიმატორებმა კი მოზრდებს იურიდიული დახმარების სამსახურის საჩუქრები გადასცეს.