Top
ონლაინ დახმარება

 

ხულოში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება

უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს რეგიონებში დამატებით რამდენიმე ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრს გახსნის. 20 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა გააცნო, ისაუბრა უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე.

ხულოში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე სამსახურმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სასოფლო სამეურნეო მიწის რეგისტრაცასთან დაკავშირებული პრობლემების და მათი გადაჭრის შესახებ.იმის გათვალისწინებით, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები ამ ეტაპზე მთიან აჭარაში ყველაზე პრიორიტეტულია, ხულოში საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებამდე, ადგილობრივები სატელეფონო და ონლაინ იურიდიული კონსულტაციით ისარგებლებენ. 

შეხვედრას კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე ესწრებოდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო კომუნიკაციების დარგში მათი უფლებები და ზოგადად სამსახურის ფუნქციები. ესაუბრა იმ პროცედურებსა და მოთხოვნებზე, რაც აუცილებელია სამსახურში საჩივრის წარდგენისათვის. საკონსულტაციო შეხვედრას სამსახურის თანადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.