2023 წლის 16 დეკემბერს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია „ტენდენციები და გამოწვევები თავშესაფრის მაძიებელთა საქმეებში“.
დისკუსიაზე მიწვეული იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და პროექტის კოორდინატორი მარიამ კვირკვია.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები.
სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე პირებს, ხოლო პროექტის კოორდინატორმა მარიამ კვირკვიამ წარადგინა პრეზენტაცია იურიდიული დახმარების სამსახურის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია თავშესაფრის მაძიებელთა საქმეებში არსებულ გამოწვევებისა და ტენდენციების შესახებ.