Top

ჟურნალი "საზოგადოებრივი ადვოკატი"

ონლაინ დახმარება

 

გაჩნდა კიდევ ერთი ახალი სივრცე სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობისთვის - 2020 წელს დაარსდა ჟურნალი "საზოგადოებრივი ადვოკატი". იდეა ეკუთვნის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილს, რომელიც სარედაქციო კოლეგიის  ხელმძღვნელიცაა

პირველი ნომერი იურიდიული დახმარების სამსახურის დაარსების 15 წლისთავს მიეძღვნა. ჟურნალის რედაქტორია ბიძინა მაყაშვილი. პირველ ნომერზე მუშაობდნენ: ნინო მელაძე, სულხან გველესიანი, ნინო ჩუტკერაშვილი, ზაზა ჯღარკავა, ლეილა ბერიშვილი, მარიამ ბერიძე, ოთარ ყელაურიძე.

ჟურნალში შესულია როგორც სტატიები სამართლებრივ თემებზე, ასევე ინტერვიუები, განხილულია ისტორიული, კულტურული და სხვა მოვლენები, რომელიც სამართლის სფეროს ეხება. 

ჟურნალი განკუთვნილია, როგორც იურიდიული წრეების, ასევე ფართო მკითხველისათვის.

ჟურნალის ელექტრონული ვერსიის წასაკითხად გაეცანით მიმაგრებულ ფაილს, ან გადადით ლინკზე "პუბლიკაციები".

საზოგადოებრივი ადვოკატი # 1

საზოგადოებრივი ადვოკატი #2

საზოგადოებრივი ადვოკატი #3