კვირას, 1 თებერვალს, კასპის №3 საჯარო სკოლაში, ბავშვთა უფლებების თემაზე, სემინარი გაიმართა. ღონისძებას კასპის №3 საჯარო სკოლის, ასევე გორის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
სემინარს უძღვებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატი, იოსებ გაბარაევი, და იუსტიციის სამინისტროს პროექტის, ,,ლიდერთა სახლის“, კოორდინატორი, თამარ ოქროპირიძე.
სემინარების ფარგლებში, ადვოკატმა იოსებ გაბარაევმა გამართა პრეზენტაცია ბავშვთა უფლებათა კონვენციით გარანტირებული უფლებების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ კი, ხსენებული კონვენციის ცალკეული მუხლების შესახებ ფილმის ჩვენება მოეწყო.
მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა და მოზარდებს, ბავშვთა უფლებების შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.