Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

 

თიანეთში მიწის რეგისტრაციის საკითხებზე იმსჯელეს

15 ივნისს მცხეთამთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა,  ასევე ადვოკატმა ლელა ჭანკოტაძემ და კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ საინფორმაციო შეხვედრები გამართეს თიანეთის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.

იურისტებმა მოსახლეობას წარუდგინეს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციამიწის ნაკვეთის გამარტივებული რეგისტრაციის წესისა და პირობების თაობაზე“, რომელიც მოქალაქეთათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა განმსაზღვრელ ფაქტორებს, თუ რატომაა უმჯობესი დროის  ამ მონაკვეთში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით დააჩქარდეს  მიმართვა  საჯარო რეესტრისადმი.

შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმო კონსულტაციის გაწევას,  სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. თიანეთიუს მოსახლეობა  დაინეტერესდიურიდიული დახმარების სამსახურის სხვა სერვისებით. ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა   მათ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ რა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ იურიდიული დახმარების სამსახურში, სახელმწიფოს ხარჯზე. შეხვედრის ბოლოს კი დარიგდათ სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.