Top
ონლაინ დახმარება

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

27 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.  

როგორც ცნობილია, პარლამენტის აღნიშნული კომიტეტი, მისი კომპეტენცის ფარგლებში, ახორციელებს მოქალაქეთა მიღებას, წერილების განხილვას და შესაბამის რეაგირებას ახდენს. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობისას გამოიკვეთა იურიდიული დახმარების გაწევის საჭიროება, რასაც იურიდიული დახმარების სამსახური მისი დაარსების დღიდან, კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად უზრუნველყოფს. 

მემორანდუმის საფუძველზე მჭიდრო კომუნიკაცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს შორის კიდევ უფრო ძლიერდება. საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის მიერ მოხდება მოქალაქეთა გადმომისამართება და შესაბამისად,  იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებში ბენეფიციარები მიიღებენ მათთვის აუცილებელ სამართლებრივ დახმარებას – იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის, საადვოკატო წარმომადგენლობა და დოკუმენტების შედგენა სოციალურად დაუცველი პირებისთვის. 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საერთო ძალისხმევით შესაძლებელია კვალიფიციური იურიდიული სერვისის გაწევა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე მოქალაქეობის არქმონე პირებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც საერთო ჯამში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია