Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

ბოსლევში იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს გაეცვნენ

3.10.2018 იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში. ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას, სერვისებს, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების პირობებს.

იურისტებმა უპასუხეს ბოსლევის მცხოვრებთა შეკითხვებს და დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.