Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

ორი სოფლის მოსახლეობა ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს გაეცნო

,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში   2018 წლის 5 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს თანამშრომლებმა, შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, შეხვედრა გამართეს ყვარლის  მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში, ამავე სოფლის და მეზობლად მდებარე  სოფელ თივის მოსახლეობასთან. სოფელი თივი ძირითდად ლეკებით დასახლებული სოფელია.

კახეთის–თელავის ბიუროს სპეციალიზებულმა ადვოკატმა  ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებში ალექსი ტუსნიაშვილმა მოსახლეობას გააცნო ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესები და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები.  შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ლალი დევიძემ ისაურბრა ,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“  შემუშავებული ეროვნული სტრატეგიის და ძალადობის სტატისტიკის შესახებ.

თივის და ახალსოფლის მცხოვრებლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ, გაეცნენ უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევის პირობებს, დარიგდა სამსახურის სპეციალური ბუკლეტები და მოქალაქეებს ადგილზე გაეწიათ კონსულტაცია  განხილულ თემასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე.