Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

იურისტებმა დოკუმენტირებისა და მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებზე იმსჯელეს

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შედგა სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებსა და ექსპერტებს შორის
შეხვედრის თემა: „დოკუმენტირებისა და მოქალაქეობის არმქონეობის საკითხები“
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ  წარადგინა  მომხსენებელები:  
ნატო გაგნიძე - ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) წარმომადგენელი;
ია ბიგანიშვილი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის კოორდინატორი;
დათო ობოლაძე - ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) იურისტი; 
ცირა გამცემლიძე – იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელი;
თამუნა აკობია - მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი;
–    შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია:  საქართველოს მოქალაქეობის დადგენისა და  მოპოვების სფეროში ბოლო დროს  გახორციელებული  საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ; საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებების, მომსახურეობებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე, პროცედურებზე და ა.შ. 
–    იურდიული დახმარების სამსახურის წარმომადგნელებმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს სამსახურის პრაქტიკა, განიხილეს კონკრეტული საქმეები და ისაუბრეს გამოწვევები შესახებ.