Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

კარალეთში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2018 წლის 19 დეკემბერს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქ. გორში, ე.წ. ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან, სადაც საუბარი იყო ქალთა უფლებებზე და  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დამცავ მექანიზმებზე. 

შეხვედრა შედგა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა იურიდიული დახმარების სამსახურის  მიერ შეთავაზებულ სერვისებზე ძალადობის მსხვერპლი ყველა პირისათვის. იურისტებმა  დევნილებს გააცნეს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული ქალთა უფლებები, მართლმსაჯულების თანაბრად ხელმისაწვდომობის პრინციპები და ა.შ. 

იურისტები ასევე  შეეხენ   დევნილებისათვის აქტუალურ  სხვა საკითხებსაც. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.