Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

კოდაში, დევნილთა დასახლებაში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

2018 წლის 26 დეკემბერს ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალიზებული ადვოკატი სოფიო ჩირგაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელს კოდაში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრა. დევნილებთან შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. 

საზოგადოებრივმა ადვოკატმა დევნილებს მიაწოდა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების,  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისაგან დამცავი მექანიზმების შესახებ. გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული ქალთა უფლებები, მართლმსაჯულების თანაბრად ხელმისაწვდომობის პრინციპები და ა.შ. 

დევნილებმა მიიღეს პასუხები სხვა სამართლებრვი კითხვებზეც, რაც მათთვის აქტუალური იყო. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.