Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს საზოგადოებრივი ადვოკატი ეწვია

2018 წლის 26 დეკემბერს იმერეთის-ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალიზებული ადვოკატი ელისო ბოგვერაძე, ზესტაფონში, მაღლაკელიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ეწვია. შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. 

საზოგადოებრივმა ადვოკატმა დევნილებს მიაწოდა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების,  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისაგან დამცავი მექანიზმების შესახებ. გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული ქალთა უფლებები, მართლმსაჯულების თანაბრად ხელმისაწვდომობის პრინციპები და ა.შ. 

დევნილებმა მიიღეს პასუხები სხვა სამართლებრვი კითხვებზეც, რაც მათთვის აქტუალური იყო. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.