Top
ონლაინ დახმარება

 

გორში სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს

2019 წლის 19 იანვარს, „იურიდიული კლინიკის“ სამთვიანი კურსის დასასრულს, შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში სტაჟირებაზე მყოფმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გორის რაიონულ სასამართლოში გამართეს იმიტირებული  სასამართლო პროცესი.

პროცესს ესწრებოდნენ შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები. სტუდენტებმა ბრალმდებლებისა და დამცველების პოზიციებიდან განიხილეს სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმე და იმიტირებულ პროცესზე გამოავლინეს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რასაც სტაჟირების პროცესში დაეუფლენ.

აღსანიშნავია, რომ „იურიდიული კლინიკა“, როგორც ახალგაზრდა იურისტების პროფესიული ზრდის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება, იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე ბიუროში, წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას.