Top
ონლაინ დახმარება

 

დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტი

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რეჟდენ კუპრაშვილი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი ახალი დირექტორის გაცნობა და შემდგომი თანამშრომლობის გეგმების განხილვა იყო. აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი დონორ ორგანიზაციებს: ევროკავშირის წარმომადგნელობას (EU), გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP),  კანონის უზენესობის მხარდაჭერას საქართველოში (EWMI/PROLoG),  ღია საზოგადოების ფონდს (OSGF), გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს უმაღლეს კომისარს ლტოლვილთა საკითხებში (UNHCR), ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრს (IRC), გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women).

როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, იურიდიული დახმარების სამსახურთან ხანგრძლივი თანამშრომლობის კარგი გამოცდილება დაგროვდა. დონორთა მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. განხორციელდება არაერთი აქტივობა, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის უფასო და მაღალხარისხიანი სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას ხელს შეუწყობს.