Top
ონლაინ დახმარება

 

ქვემო ჭალის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ქალთა უფლებებს გაეცნენ

6 მარტს (2019) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და უფროსკლასელებთან გაიმართა შეხვედრა, რომელშიც შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ლელა ღამბარაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის,  ტრეფიკინგისა  მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო სერვისების შესახებ. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს, რომ მოახლოებული მნიშვნელოვანი თარიღი - 8 მარტი, ქალთა უფლებების დაცვის საერთშორისო დღე, უკვე თითქმის საუკუნეა აღინიშნება, მაგრამ აქტუალობას მაინც არ კარგავს. რადგან დღემდე გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
იურიდიული დახმარების სამსახური უერთდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას, რომლის მთავარი თემაა „გაითავისე თანასწორობა, აშენე ჭკვიანურად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებებისთვის“.