Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატები UNHCR/DLA Piper-ის ტრენინგს ესწრებიან

2019 წლის 3 ივნისს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR/DLA Piper მხარდაჭერით, დაიწყო სამდღიანი ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის. ტრენინგი თემაა „ადვოკატის უნარ-ჩვევები და ადამიანის უფლებათა საერთშორისო ჩარჩო“.

მონაწილეებს მიესალმა UNHCR -ის რეგიონული სამართლებრივი მრჩეველი კრისტინა ბუნეა, ტრენერები - რებეკა ჰოპკირკი, ენტონი კალარეტი, ოლივია კლარკი და მარგო ბია, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი იურიდიული ფირმის - DLA Piper-ის წარმომადგენლები არიან,  საზოგადოებრივ ადვოკატებს ესაუბრებიან კლიენტთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებზე, ლტოლვილებთან მუშაობის პრინციპებსა და ტექნიკებზე, ადამიანის უფლებათა საერთშორისო ინსტრუმენტებსა და კონევენციებზე.