Top
ონლაინ დახმარება

 

ტრენინგზე არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობენ

დღეს, 16 იანვარს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში მიმდინარეობს ტრენინგი - არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა. ტრენერები - ევროსაბჭოს ექსპერტები ივანა როანა და თინათინ უფლისაშვილი ტრენინგის მონაწილეებს  - აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული დახმარების ბიუროების თანამშრომლებს  წარუდგინეს ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის უფროსმა ოფიცერმა გიორგი გიორგაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ  ირაკლი შონიამ.

ტრენინგის ფარგლებში განიხილავენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებულ უფლებას - წამების აკრძალვას, ვალდებულებებს, რაც გამომდინარეობს ამ მუხლიდან და მის მიმართებას ამავე კონვენციის მე-8 მუხლთან. 

ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა პოლიციის მიერ დაკავებისას არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მექანიზმებზე და მათ მნიშვნელობაზე,  მტკიცების სტანდარტზე არასათანადო მოპყრობის საქმეებზე. 
დამსწრეები ასევე გაეცნობიან საქართველოს მიერ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებით  ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალს. 

ტრენინგი  ინტერაქტიულ ხასიათისაა და მასში მონაწილე ადვოკატები და კონსულტანტები სხვადასხვა სავარჯიშოს საშუალებით  აქტიურად არიან ჩართული  სამუშაო პროცესში.