Top
ონლაინ დახმარება

 

ახალციხელმა ქალებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე ინფორმაცია მიიღეს

2020 წლის 27 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიუროს  ადვოკატი დავით თელიაშვილი ქ. ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია  „დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში“ შეხვდა  ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრის თემა იყო „ოჯახში ძალადობა/ქალთა მიმართ ძალადობა“.

შეხვედრაზე მოსულ ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ რა ითვლება ოჯახში ძალადობად, რა საკანონმდებლო ბაზა და რა საშუალებები არსებობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. შეხვედრაზე დამსწრე პირებს გაეცათ კვალიფიციური პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების რეზოლუციების განხორციელების 2018-2020წლების საქართველოს ეროვნული სამნოქმედო გეგმის ფარგლებში და მისი მიზანი იყო მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია.