Top
ონლაინ დახმარება

 

თბილისში შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

26 მარტს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, გაიმართა სსიპ იურიდიული დახმარების სამასხურის სამოქმედეო გეგმის - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ წარდგენა. 

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმა მომზადებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივ გარანტიებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა. ამისათვის კანონი ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართებით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტარციის წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო შშმ პირთათვის  უფასო სამართლებრივი დახმარების მიწიდების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები. 

შეხვედრის მონაწილეებს ზუმით მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვმა. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქმალაქო ინტეგრეციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა იმ საკანომდებლო ცვლილებების შესახებ, რომელის გასულ წელს განხორციელდა და შესაბამსიად, თანდათანობით მიმდინარეობს შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებატა სამდვინოს უფროსმა მაკა ფერაძემ ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებზე, რაც ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვნად დადებითაც შეცვლის შშმ პირთა გარემოს, სამუშაო თუ გადაადგილების პირობებს.

სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევებზე ისაუბრა და 2021 წლის გეგმა წარადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის  ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა დავით სიმონიამ.

გაიმართა დისკუსია, რომელშიც საქრთველოში მოქმედი შშმ პირთა თემის წარმომადგნელებმა. მათ დააყენეს კონკრეტული საკითხები და გამოთქვეს მზადყოფნა, ამ საკითხების მოგვარებაში აქტიურ მონაწილეობასთნ დაკავშირებით. 

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ 2021 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება