22-23 სექტემბერს, კახეთში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებისთვის ტრენინგი ჩატარდა. პირველ დღე ბავშვის საუკეთესო ინტერესების საკითხს ეძღვნებოდა.
მოწვეულმა ექსპერტმა, მოსამართლემ - ქეთევან მესხიშვილმა დეტალურად განიხილა: ბავშვის საუკეთესო ინტერესის განმარტება, შესაფასებელი ფაქტორები, კოლიზია ბავშვისა და მშობლის თვალთახედვას შორის, ულტრალიბერალური და ულტრაკონსერვატორული მიდგომები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული გარანტიები და სამოქალაქო კოდექსით, შრომის კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული დაცვის ბერკეტები.
მეორე სატრენინგო დღეს, კონსულტანტებს საშუალება ჰქონდათ გაეგოთ მეტი პროფესიული სტანდარტების შესახებ. კონსულტანტებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ბენეფიციართან პირველი კომუნიკაცია, კონსულტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ფარგლები, წერილობითი კონსულტაციის გაცემის წინაპირობები, სამსახურის აპლიკაციის გამოყენების ინსტრუქცია და აპლიკაციაში კონსულტაციის გაცემის სტანდარტები.
ტრენინგს უძღვებოდნენ სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე - ნინო მელაძე და დირექტორის მოადგილე - დავით სიმონია.