Top
ონლაინ დახმარება

 

რამაზ ჩინჩალაძე იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი თავმჯდომარე გახდა

2025 წლის 18 მარტს გაიმართა იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა, სადაც საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა რამაზ ჩინჩალაძე.

რამაზ ჩინჩალაძე, რამდენიმე წელია იურიდული დახმარების საბჭოს წევრია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ქვოტით. მასთან და საბჭოს სხვა წევრებთან ერთად სამსახურში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საბჭოს წევრად წარდგენილი იქნა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

ამჟამად იურიდიული დახმარების საბჭოს მოქმედი წევრები არიან: გიორგი ჩაკვეტაძე(სამსახურის ბიუროების), ირაკლი გვარამაძე (სახალხო დამცველი აპარატი), ელენე ღუდუშაური (სახალხო დამცველი აპარატი), პავლე აბაიაძე (ადვოკატთა ასოციაცია), თორნიკე ბაქრაძე (ადვოკატთა ასოციაცია).


ვულოცავთ ბატონ რამაზ ჩინჩალაძეს და წარმატებას ვუსურვებთ!