8 აპრილს,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა თორნიკე ცივაძემ და გვანცა თურმანიძემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის კოორდინატორის- ნარგიზ ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს საჯარო შეხვედრა თემაზე- „ოჯახური ძალადობა, სამართლებრივი მექანიზმები და სასამართლო პრაქტიკა“.
აღნიშნულ ღონისძიებაზე პრაქტიკოსი იურისტების მიერ წარმოდგენილი იქნა საინტერესო პრეზენტაციები როგორც ოჯახური ძალადობის ფორმებზე, ასევე არსებულ სამართლებრივ რეგულაციებზე, საკანონმდებლო ბაზაზე, იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც საქმიანობენ მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით. . ღონისძიების სპიკერების და მონაწილეების- იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მხრიდან ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ოჯახური ძალადობა საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გლობალური, აქტუალური და გამოწვევებით სავსე თემაა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები და ისინი ვინც ხდებიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
დისკუსიაში მონაწილე სტუდენტების მხრიდან დაისვა საინტერესო კითხვები. წარმოდგენილი იქნა ასევე საინტერესო მოსაზრებები არსებული გლობალური პრობლემების პრევენციის და მათი დაძლევის გზების შესახებ.