Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშილმა ადვოკატთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი ადვოკატთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას „ადვოკატი, უფლებების ეფექტიანი დაცვა და პრო ბონო სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ დაესწრო.

ოთარ ჩახუნაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ადვოკატებს პროფესიული დღე მიულოცა. მან ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადვოკატის პროფესიულ როლსა და მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვა, პროფესიული ეთიკის პრინციპების ერთგულება და ბენეფიციართან უშუალო კომუნიკაცია საადვოკატო საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საფუძვლებად რჩება. 

მან ასევე ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის მრავალწლიან თანამშრომლობაზე, სამსახურის საქმიანობასა და ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საკითხები, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობისა და პრო ბონო სერვისების განვითარების პერსპექტივები, აგრეთვე ადვოკატის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები.