იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს მარიამ ბანძელაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო კიბერბულინგისა და კიბერდანაშაულის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული შესაძლებლობების განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ლიკა კობალაძე, ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მელქაძე და UNFPA-ს გენდერის ანალიტიკოსი ნანა ავალიანი.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ქალთა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ხელშეწყობასა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჭირო სამართლებრივი მხარდაჭერის გაძლიერებას ითვალისწინებს
