Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

ვაკანსიები იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში


სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში კერძო ადვოკატების დარეგისტრირების მიზნით, აცხადებს კონკურსს.

კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად, გასაუბრების ფორმით. გასაუბრების ჩატარების ადგილი და თარიღი კონკურსანტებს ეცნობებათ დამატებით. 

განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით, 10 საათიდან 18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატში ან/და იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, მცხეთა–მთიანეთის, კახეთის–თელავის, კახეთის–სიღნაღის, შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, იმერეთის–ქუთაისისა და სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროებში. 

(საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ განცხადების ბოლო ნაწილში)

მოწვეულ საზოგადოებრივი ადვოკატის ფუნქციები და მოვალეობები:
 
ა)  კეთილსინდისიერად შეასრულოს  პროფესიული ფუნქციები, ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები, დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ;
ბ) სამსახურის მოწვევის საფუძველზე დაინიშნოს  საქმეზე, ხოლო საქმეში ჩართვაზე უარის შემთხვევაში, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს უარის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი; 
გ) ჯეროვნად დაიცვას იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესები საქართველოს კანონმდებლობისა და ადვოკატის პროფესიული ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვით;
დ) დეტალურად გაეცნოს  საქმის მასალებს;
ე) შეხვდეს დასაცავ პირს და გაუწიოს კონსულტაცია, რაც პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ დეტალურად განუმარტოს შესაბამისი  საქმის ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებები;
ვ) საქმის ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებების გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტები;
ზ) საგულდაგულოდ მოემზადოს იმისთვის, რომ ეფექტურად და დამაჯერებლად წარსდგეს სასამართლო პროცესზე; 
თ) საჭიროების შემთხვევაში, დასაცავი პირის მიერ საკონტაქტოდ დასახელებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი  საქმის ვითარების შესახებ;
ი) დაიცვას მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მესამე პირებთან მიმართებაში.

შენიშვნა:

·    შემსრულებელს ეკრძალება რაიმე ანაზღაურების ან საჩუქრის მიღება დასაცავი პირის ან მისი ნათესავის/ახლობლისაგან იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც იგი მონაწილეობს ან მონაწილეობდა ნებისმიერ წინა სტადიაზე იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვევის საფუძველზე;

·    შემსრულებელს ეკრძალება ჰონორარის სანაცვლოდ დაიცვას ის პირი, ვის ინტერესებსაც იგი იცავდა ნებისმიერ წინა სტადიაზე იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვევის საფუძველზე; 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    საერთო, სისხლის ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი; 
•    ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული საადვოკატო საქმიანობის უფლების  დამადასტურებელი მოწმობა;

სამუშაო პირობები: 

- სამუშაო გრაფიკი:                      თავისუფალი (ს/ს საქმეში ჩართვის თაობაზე
                                   განხორციელებული მოწვევის შესაბამისად) 

- ანაზღაურება:                                    ს/ს საქმეზე განხორციელებული საპროცესო 
                                   მოქმედებების შესაბამისად, კანონით  
                                   დადგენილი განაკვეთების მიხედვით


წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1.    განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე; 
2.    ავტობიოგრაფია (СV);
3.    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4.    უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5.    ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (საერთო, სისხლის ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია) ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
6.    ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

გასაუბრების თემატიკა:

შიდასახელმწიფოებრივი აქტები:

·    საქართველოს კონსტიტუცია;
·    საქართველოს კანონი ,,იურიდიული დახმარების შესახებ~
·    საქართველოს კანონი ,,ადვოკატთა შესახებ”;
·    ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი;
·    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
·    საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
·    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
·    საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
·    საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
·    საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
·    არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
·    მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები (იხ. www.legalaid.ge).    

 საერთაშორისო აქტები    

·    ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
·    გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ.


საკონტაქტო ინფორმაცია


იურიდიული დახმარების სამსახური (აპარატი)
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ №140ა
ტელეფონი: +995 (32) 2920055
ფაქსი: +995 (32) 2988493
ელ-ფოსტა: info@legalaid.ge
ვებ-გვერდი: www.legalaid.ge
Facebook: www.facebook.com/legalaid.ge
Skype: legalaid.ge

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო
მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზ. №14
ტელეფონი: +995 (32) 2954474; 2954475; 2920055;
მობილური: +995 (595) 364410
ელ-ფოსტა: skomakhidze@legalaid.ge 

მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო
მისამართი: მცხეთა, დ. აღმაშენებლის ქ. №51
ტელეფონი: +995 (32) 2513873
მობილური: +995 (595) 901705
ელ-ფოსტა: abuchukuri@legalaid.ge

კახეთის-თელავის იურიდიული დახმარების ბიურო
მისამართი: თელავი, ვარდოშვილის ქ. №7
ტელეფონი: +995 (350) 271538
მობილური: +995 (595) 901707
ელ-ფოსტა: ltchuniashvili@legalaid.ge

კახეთის-სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო
მისამართი: სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. №7
ტელეფონი: +995 (355) 231082
მობილური: +995 (599) 937973
ელ-ფოსტა: tgurashvili@legalaid.ge

შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიურო
მისამართი: გორი, სამეფოს ქ. №54
ტელეფონი: +995 (370) 279556
მობილური: +995 (595) 901704
ელ-ფოსტა: gjeiranashvili@legalaid.ge

სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიურო
მისამართი: ახალციხე, თაბუკაშვილის ქ.№17
ტელეფონი: +995 (362) 220735
მობილური: +995 (599) 722176
ელ-ფოსტა: dzaridze@legalaid.ge

იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო
მისამართი: ქუთაისი, სადგურის მოედანი №3ა
ტელეფონი: +995 (431) 253411; 253412
მობილური: +995 (595) 901700
ელ-ფოსტა: gsiordia@legalaid.ge

სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო
მისამართი: ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №17
ტელეფონი: +995 (493) 223234
მობილური: +995 (595) 901703
ელ-ფოსტა: nbodjgua@legalaid.ge

ვაკანსიასაზოგადოებრივი ადვოკატირეესტრი