Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატის მოთხოვნები სასამართლომ სრულად გაიზიარა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატი ქეთევან თალაკვაძე თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სავალდებულო წესით იცავდა მოქალაქე ლ.წ–ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) ჰქონდა წარდგენილი. 2017 წლის ნოემბერში მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო  შეთანხმება. ლ.წ.–ს ერთი წლით ჩამოერთვა სატრანსპროტო საშუალების მართვის უფლება და დაეკისრა ორიათასლარიანი ჯარიმის გადახდა.


2018 წლის მაისში ლ. წ.–მ მცხეთის საზოგადოებრივ ადვოკატს სამართლებრივი კონსულტაციისთვის   მიმართა – მას აინტერესებდა, თუ რამდენად შეეძლო მართვის უფლების აღდგენა ვადაზე ადრე.  ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძემ ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 285–ე მუხლის მე–5 ნაწილით და მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს – ბენეფიციარ  ლ.წ.–სთვის მართვის უფლების აღდგენისა და „ნასამართლეობის“ მოხსნის მოთხოვნით. დაცვის მხარემ შუამდგომლობაში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულისთვის   მართვის უფლების   აღდგენა  მნიშვნელოვანი იყო  და  ის  რესოციალიზებული გახლდათ. ასევე წარმოადგინა ცნობა, მისი ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მაჩვენებლის შესახებ – ლ. წ. არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. გარდა ამისა,  მოსამართლე გაეცნო ბენეფიციარის   სამხედრო სამსახურში ნამსახურობის და წოდებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

2018 წლის აგვისტოში მცხეთის  რაიონულმა  სასამართლომ  სრულად  გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის შუამდგომლობაში  მითითებული არგუმენტაცია და  მსჯავრდებულ ლ.წ. –ს  ვადაზე   ადრე  აღუდგინა    ავტომანქანის  მართვის      უფლება.  მალე მას  „ნასამართლეობაც“ მოეხსნა.