Top
ონლაინ დახმარება

 

ზუგდიდში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ძებნილი გამართლდა.

სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მთავრისა ბიგვავა თითქმის სამი წლის განმავლობაში, სავალდებულო დაცვის წესით იცავდა  ძებნილ ზ. ჭ–ს ინტერესებს. საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც ქალაქ ზუგდიდში 21 წლის წინ მოხდა.

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 1997 წლის 4 თებერვლის ღამეს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ზ.ჭ. –მ ნახა, თუ როგორ იწვოდა მისი ძმის საცხოვრებელი სახლი. მან მიიჩნია, რომ სახლს ცეცხლი წაუკიდეს მეზობლებმა – დ.ძ–ს ოჯახის წევრებმა, რომლებიც ხანძრის ახლო–მახლო იმყოფებოდნენ.  ზ.ჭ.–მ თავისი სახლიდან გამოიტანა უკანონოდ შენახული ხელყუმბარა და  მეზობლებს ესროლა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა დ.ძ., ხოლო მისმა მეუღლემ და შვილმა სხეულის  დაზიანებები მიიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104–ე და 17.104–ე მუხლებით (განხზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაიწყო. საზოგადოებრივი ადვოკატი საქმეში 2015 წლიდან ჩაერთო. საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, მისთვის ნათელი გახდა, რომ ზ.ჭ.–ს მიმართ წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა. კერძოდ, არ იყო  წარმოდგენილი არცერთი მოწმე და მხოლოდ და მხოლოდ, ორი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე იყო აგებული მთელი სისხლის სამართლის საქმე. სასამართლო პროცესზე ის ორი მოწმეც კი არ გამოცხადებულა.  მათი ჩვენებების და სხვა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად ვერ დადგინდა ზ.ჭ.–ს მიერ აღნიშნული დანაშაულის შესაძლო ჩადენა.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა მთვარისა ბიგვავამ ბენეფიციარის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა.  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ძებნილი ზ.ჭ. –ს გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 

სისხლის სამართლის პროცესი