Top
ონლაინ დახმარება

 

წინამძღვრიანთკარში ჩასახლებულმა დევნილებმა იურიდიული კონსულტაცია მიიღეს

2 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს იურისტებმა მორიგი გასვლითი კონსულტაცია მცხეთის რაიონის სოფელ წინამღძვრიანთკარში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით.

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიურო მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავს. გასვლითი კონსულტაციები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.