Top
ონლაინ დახმარება

 

მუხრანელ მოსწავლეებს საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდნენ

2019 წლის 4 დეკემბერს,  მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა ნათია ბერძენიშვილმა და ქეთევან თალაკვაძემ შეხვედრა გამართეს მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანის  #1 საჯარო სკოლაში.

შეხვედრა ჩატარდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომლის  წლევანდელი თემა "სექსუალური შევიწროებაა". ასევე განიხილეს არასრულწლოვანის მართლმსაჯულების საკითხები.-კანონმდებლობდა და იურიდიული დახმარების სამსახურის  სერვისები.

მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებთან, გასვლითი ღონისძიების მიზანია არასრულწლოვანთა მართლშეგნების და პასუხისმგებლობის ამაღლება, მათთვის უფლებების განმარტება და დანაშაულის თავიდან არიდება. 

#სახელმწიფოზრუნავს #ყველაქალსაქვსსათქმელი #16დღიანიკამპანია2019 #იურიდიულიდახმარება