Top
ონლაინ დახმარება

 

დისტანციური სასამართლო პროცესებიდან ორი გამამართლებელი განაჩენი დადგა

დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლიდან, 2020 წლის 12 მარტიდან საზოგადოებრივი ადვოკატებმა ონლაინ საშუალებით მონაწილეობა მიიღეს არაერთ სასამართლო პროცესში.

იურიდიული დახმარების სამსახური შეუფერხებლად განაგრძობს ბენეფიციარების უფლებების დაცვას და დისტანციური სამართართალწარმოების პირობებში, საზოგადოებრივი ადვოკატების მონაწილეობით მიღებულ იქნა 2 გამამართლებელი განაჩენი გურჯაანის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ბრალდებულები სრულად გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები დგანან ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, რათა არცერთი ბენეფიციარის უფლება არ დარჩეს დაუცველი.