15 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები და მობილური საკონსულტაციო ცენტრი ესტუმრნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ნაბეღლავსა და ჩხაკაურას, რომელიც მაღალმთიანი ზონის სოფელია.
რთული კლიმატური პირობების და თოვლის მიუხედავად, იურისტებმა მოახერხეს ჩხაკაურას მცხოვრებლებთან შეხვედრა, გასაუბრება, ინფორმაციის მიწოდება იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე.
ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ნაბეღლავისა და ჩხაკაურას მცხოვრებლებმა მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით, ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები მიიღეს მათთვის საინტერესო თემებზე.