Top
ონლაინ დახმარება

 

დაბა ნასაკირალში შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში, 21 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალს ესტუმრნენ. 

ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა ჟურნალი "საზოგადოებრივი ადვოკატი" და მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. მათ შორის:  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მიწის რეგისტრაციის, შრომის უფლებების, მემკვიდრეობის, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის შესახებ.