Top
ონლაინ დახმარება

 

თბილისის 60-ე სკოლამ იურისტებს უმასპინძლა

7 მაისს, თბილისის მე-60 საჯარო სკოლას იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის და სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. 

ნაადრევი ქორწინება, ოჯახური ძალადობა, ბულინგი დისკრიმინაცია, ტოლერანტობა - ამ საკითხებზე სკოლის უფროსკლასელებს სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინეს სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატებმა ანა კახოშვილმა, თათია მაისურაძემ და ოთარ ბუცხრიკიძემ, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო ანალიტიკური და საერთაშორისო დეპარტამენტის იურისტმა რევაზ ლაღიძემ. მან ასევე ისაუბრა ბავშვის უფლებათა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსების შესახებ.

იურისტებმა ამომწურავი პასუხები გასცეს მოზარდების შეკითხვებს.