Top
ონლაინ დახმარება

 

ზესტაფონის ბიბლიოთეკაში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 8 მაისს ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გელა ბერაძე და ადვოკატი ელისო ბოგვერაძე ზესტაფონის რაიონულ ბიბლიოთეკაში შეხვდნენ ზესტაფონის მეხუთე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს.

იურისტებმა მოზარდებს მიაწოდეს ინფორმაცია ბავშვთა უფლებების, დისკრიმინაციის, ბულინგის  შესახებ; ესაუბრნენ ტოლერანტობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ასევე გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები.

ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ თემების განხილვაში, დასვეს შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს